Sunday, March 13, 2011

ჩემი სოფლის ღისშესანიშნავი ძეგლები

  1. პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფლის ღირსშესანიშნავი ძეგლები.
  2. პროექტის მთავარი იდეა და მიზნები 1-2 წინადადებით: სოფლის ისტორიული ფაქტების კვლევა–ძიება და იმ ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სოფლის მშვენებაა.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას, მის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას. მოსწავლეები იყოფიან ოთხ ჯგუფად.
         I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ღვთისმშობლის მიზინების დედათა მონასტრის შესახებ, არკვევენ, რომ ტაძარი X საუკუნით თარიღდება, იგი მეფე სვიმონ I–ს სოფელთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის შეუწირავს, ტაძრის ერთერთ კედელზე არის ,, მიდგომილი ღვთისმშობელი", რომელიც ერთადერთია საქართველოში და თარიღდება XIV საუკუნით.
        II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სოფლის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ტაზრის ზედაჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ, გაარკვევენ, რომ ტაძარი X საუკუნით თარიღდება, იგი სოფლის განაპირას, სასაფლაოზეა აგებული, მასზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
        III ჯგუფი ისაუბრებს სოფლის ცენტრში არსებულ ციხის შესახებ, რომელიც შედგება დარბაზის, ოთხკუთხა კოშკის და მცირე კოშკისაგან, ციხის ერთი კედელი უერთდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გალავანს. მოსწავლეები ისაუბრებენ ციხის მნიშვნელობაზე, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია სოფლის მოსახლეობას ლეკიანობის დროს.
        სამივე ჯგუფის მოსწავლეები გაეცნობიან ორივე ტაძრის დღევანდელ ცხოვებას მამა იოანესა და დედა ნატალიასთან საუბრით, ხოლო ისტორიულ ფაქტებს კი მოიძიებენ ინტერნეტის საშუალებით შემდეგ მისამართზე google.com და სათანადო ფაილში შეინახავენ.
       IV ჯგუფი გაეცნობა სოფელ დირბში დაბადებული მწერლების, სოფრომ მგალობლიშვილისა და სოსო იორამაშვილის, როგორც ბიოგრაფიულ ისე შემოქმედებით წყაროებს. მოახდენენ რამდენიმე ნაწარმოების გაანალიზებას.
      4. პროექტის შესაძლო აქტივობები: სოფლის გეოგრაფიული და ისტორიული ფაქტების მოძიება, დისკუსიის გამართვა, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციის მომზადება, მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატებისა და ფოტოსურათების გამოფენის მოწყობა, რამდენიმე ნაწარმოების წაკითხვა–გაანალიზება.
      5.მონაწილეთა ასაკი: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
      6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
      7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შექმნას: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის უნარ–ჩვევები, უკეთ გაეცნობიან საკუთარი სოფლის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას, დაათვალიერებენ აღნიშნულ ძეგლებს, ესაუბრებიან მოძღვარს, გამოუმუშავდებათ სხვისი აზრის პატივისცემის უნარი და სხვათა მოსმენის კულტურა, მოაწყობენ პრეზენტაციას.
       8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, ფანქრები, ფურცლები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
       9.სასრგებლო სხვებისათვის: პროექტის ირგვლივ მომზადებული პრეზენტაცია საშუალებას მისცემს მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას უფრო მეტი გაიგონ მშობლიური სოფლის ისტორიის და იმ ძეგლების მნიშვნელობაზე, რომლებიც სოფლის მემკვიდრეობას წარმოადგენენ და საშუალება მიეცემათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაში.
       10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ  უნარ–ჩვევებს შემდეგ საგნებში: საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია, ქართული მწერლობა, ხელოვნება და რაც ყველაზე მთავარია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
      11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): შორენა კალმახელიძე
      12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorenakalmaxelidze@gmail.com
      13. პროექტის ვებ–გვერდი: shorenakalmaxelidze.blogspot.com
                                                                                                          

No comments:

Post a Comment